ახალი ქსელები
ეგრისი
ფოპტნეტი
8-128
კადრები

ორივე კომპანიაში - შპს "ახტელში" და შპს "ახალ ქსელებში", რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციისათვის დააფუძნა შპს "ახალმა ქსელებმა" და რომლის სრული პაკეტის მფლობელია დასაქმებულთა 650 მუშაკი.

კომპანიაში, მისი დაფუძნებისთანავე, დიდი ყურადღება ეთმობა კადრების შერჩევისა და მომზადების საკითხს.

კადრების შერჩევისა და სპეციალისტების მომზადების მიზნით საჭიროების შესაბამისად ტარდება კადრების შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 30 წლამდე ასაკის ორივე სქესის მოქალაქეს,რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

- აქვს უმაღლესი განათლება ტელეკომუნიკაციის მიმართულებით;

- ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

- ფლობს ინგლისურ ენას (კითხულობს და თარგმნის ლექსიკონის საშუალებით მაინც);

- იცის კომპიუტერთან მუშაობა.

კონკურსში შერჩეული იქნებიან ის მონაწილენი, რომლებიც დააგროვებენ ქულების საერთო რაოდენობის 70%_ს და მეტს. მონაწილეთა შერჩევის შეზღუდული რაოდენობის შემთხვევაში კი შერჩევა მოხდება მაღალი შეფასებიდან საჭირო რაოდენობის მიხედვით.

კონკურსში ორჯერ მონაწილეობისა და უარყოფითი შედეგის მოღების შემთხვევაში, კონკურსანტი მესამედ გასაუბრებაზე არ დაიშვება.

კონკურსში შერჩეულს ეძლევა სამოსწავლო ვადა, სწავლებას გადის სატელეფონო სადგურში უფროსი მენეჯერის ხელმძღვანელობით.

სამოსწავლო ვადის გასვლის შემდეგ აბარებს გამოცდას. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში უგრძელდება სამოსწავლო ვადა და ეძლევა შესაძლებლობა დამატებითი მომზადებისათვის.

მეორეჯერ უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში უწყდება სამოსწავლო ვადა.

დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით აყვანილი იქნება სატელეფონო სადგურში მოსწავლე�რეზერვისტად, ან შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაინიშნება ვაკანტურ ადგილზე შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.

კომპანიაში სისტემატიურად მიმდინარეობს კადრების მომზადება და სრულყოფა წლის განმავლობაში მიმდინარე ტექნიკური მეცადინეობების ბაზაზე.