ახალი ქსელები
ეგრისი
ფოპტნეტი
8-128
პრიორიტეტები

"ახტელ"_ში ძირითად პრიორიტეტად დაარსების დღიდან მიჩნეულია მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვას. აქედან გამომდინარე 2007 წლის პრიორიტეტად "ახტელს" მიჩნეული აქვს ისეთი საკითხების გადაჭრა, როგორიც არის: 1. ახალი სახაზო და საკაბელო მეურნეობის მშენებლობა. 2. ახალი ფართოზოლოვანი ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს მასშტაბით.

ახალი სახაზო და საკაბელო მეურნეობის მშენებლობა
"ახტელ"_ს 2007 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დასრულებული ექნება სააბონენტო, სახაზო და საკაბელო მეურნეობის მშენებლობა თავისივე სატელეფონო სადგურების მოქმედების ზონაში, ახალ საკაბელო ქსელში მოხდება არსებული და პოტენციურ მომხმარებელთა ჩართვა, ეს კი თითქმის სრულად გამორიცხავს მოძველებული საკაბელო ხაზების გამოყენებას სატელეფონო მომსახურების გასაწევად, რაც საგრძნობლად აამაღლებს და გააუმჯობესებს, როგორც სატელეფონო მომსახურების, ასევე მონაცემთა გადაცემის ხარისხს.

ახალი ფართოზოლოვანი ტექნოლოგიისდანერგვა საქართველოს მასშტაბით
2007 წლიდან მეორე ძირითად პრიორიტეტად "ახტელ"_ში მიჩნეულია ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს მასშტაბით და ძლიერი პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირველად და არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც შეიქმნას ინტერნეტის მაღალი სიჩქარით შეღწევადობის და მონაცემთა გადაცემის
საიმედო ქსელი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. აღნიშნული ქსელის საშუალებით შესაძლებელი გახდება გამოყენებული იქნას ისეთი მომსახურებები, როგორიც არის VOLP ხმის გადაცემა ინტერნეტის ქსელით, IPTV ინტერნეტ ტელევიზია, VOD ვიდეო შეკვეთით და მონაცემთა გადაცემის ქსელისათვის დამახასიათებელი ყველა სხვა მომსახურება.